პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ, როგორც ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხელ სააკაშვილმა საქართველოს ორგანულ კანონს საქართველოს საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ ხელი უკვე მოაწერა.
,,გუშინ პრეზიდენტმა უკვე ხელი მოაწერა საქართველოს ორგანულ კანონს საქართველოს საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ, რომლის თანახმადაც, მაუწყებლობის ტრანზიტის ავტორიზებულ პირს ეკისრება ვალდებულება, მომხმარებელს შესთავაზოს ყველა ლიცენზირებული საერთო მაუწყებლის მაუწყებლობა, რომლის ხელმისაწვდომობაც აქვს საქართველოს მოსახლეობის არანაკლებ 20%-ს", - განაცხადა მანჯგალაძემ და აღნიშნა, რომ კანონი ძალაში არჩევნების თარიღის გამოცხადების დღიდან შევა.
,,ეს კანონი ძალაში შევა პრეზიდენტის მიერ არჩევნების გამოცხადების დღიდან და იმოქმედებს არჩევნების დღემდე", _ განაცხადა პრეზიდენტის პრესპიკერმა.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული კანონი საკაბელო ტელევიზიებს ყველა სატელევიზიო არხის ტრანსლირებას ავალდებულებს.