სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ეთერ ყამარაულმა და გაეროს განვითარების პროგრამების (UNDP) ხელმძღვანელმა სოფო ქემხაძემ 46 აგრონომსა და სოფლის მეურნეობის კონსულტანტს გადამზადების პროგრამაში მონაწილეობის დამადატურებელი სერტიფიკატები გადასცეს. ღონისძიებას სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უმასპინძლა.
აღნიშნული სასწავლო კურსი გაეროს განვითარების პროგრამის, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საქართველოს აგრარული უნივერსიტეტისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (Sida) მხარდაჭერით ჩატარდა. სასწავლო პროგრამა ქართველმა სპეციალისტებმა საერთაშორისო გამოცდილებაზე დაყრდნობით შეიმუშავეს და ის თეორიულთან ერთად პრაქტიკულ მეცადინეობებსაც მოიცავდა. პროგრამის ფარგლებში მონაწილეები თანამედრო სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიებს გაეცნენ და გადამზადება გაიარეს ისეთ საკითხებში, როგორებიცაა აგრონომია, მცენარეთა დაცვა, მეცხოველეობა, ფერმის მართვა და სხვა.
2008 წლიდან, გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით სოფლის მეურნეობის სამინისტრომ საინფორმაციო-კონსულტაციური მომსახურების - ექსტენციის განვითარება დაიწყო. გადამზადების კურსის მონაწილეები ფერმერთა მომსახურების ცენტრებთან არსებულ ექსტენციის სამსახურებში ადგილობრივ მცირე და საშუალო ფერმერებს მაღალკვალიფიციურ კონსულტაციას გაუწევენ.
ზემოაღნიშნულ სასწავლო პროგრამაში სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგის სპეციალისტებმა, საქართველოს თითქმის ყველა რეგიონიდან მიიღეს მონაწილეობა.