აშშ-ის სენატმა, ევროპის ერთ-ერთ უმსხვილეს ბანკს - HSBC-ს, ბრალი დასდო, რომ მისი მენეჯმენტი მექსიკელ ნარკობარონებს ფულის გათეთრების ნებას აძლევდა, ხოლო შესაბამის საბანკო ოპერაციებს აშშ-ის ტერიტორიაზე ახორციელებდა.
სენატის კომიტეტის მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგების მიხედვით მომზადებულ მოხსენებაში ასევე აღნიშნულია, რომ HSBC-ს ზოგიერთი ფილიალი გვერდს უვლიდა ვაშინგტონის მიერ დაწესებულ აკრძალვას ირანსა და სხვა ქვეეყნებთან ფინანსური ოპერაციების განხორციელებაზე.
როგორც სენატორები აცხადებენ, HSBC-სთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ 10 წელზე მეტია რაც ცნობილია, მაგრამ აშშ-ში ბანკების საქმიანობის ერთ-ერთმა მთავარმა მარეგულირებელმა - ფულის მომოქცევის კონტროლის სამმართველომ, არავითარი ზომები არ გაატარაა.
სენატში დაგეგმილია სპეციალური მოსმენა, სადაც კომიტეტის წინაშე ჩვენების მიცემა მოუწევთ როგორც HSBC-ის წარმომადგენლებს, ასევე ფედერალურ ჩინოვნიკებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საბანკო რეგულირებაზე.
მასალის გამოყენების პირობები