ხულიგნობის ბრალდებით დაკავებულმა "ქართული ოცნების" აქტივისტებმა დაკავების ფაქტი გაასაჩივრეს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" „ქართული ოცნების" ქვემო ქართლის იურიდიული სამსახურის უფროსმა, თედო კობახიძემ განუცხადა, იმის მიუხედავად, რომ გორის რაიონულ სასამართლოში, ყველანაირად ცდილობდნენ გასაჩივრების 48-საათიანი ვადა დარღვეულიყო, საჩივრის შეტანა კანონით დადგენილ ვადაში მიანც მოხერხდა.
როგორ კობახიძე აღნიშნავს, სასამართლოში მორიგე მოსამართლე არ აღმოჩნდა, თუმცა მოგვიანებით საჩივრის ჩაბარება მაინც მოხერხდა.
მისივე თქმით, ერთ-ერთი დაკავებულმა ცოტნე შენგელიამ შიმშილობა გამოაცხადა.
"იგი შიმშილობას იმიტომ, რომ არ ცნობს თავს დამნაშავენდ და მოსამართლე ეკა ზარნაძის გადაწყვეტილებას უკანონოდ მიიჩნევს", - აცხადებს კბახიძე და აღნიშნავს, რომ მოსამართლის გადაწყვეტილება არავითარ მტკიცებულებზე არ არის დამყარებული.
"ამ სასამართლოს პირობებში არ გვაქვს იმედი, რომ გასაჩივრება შედეგს გამოიღებს, თუმცა როდესაც ხელისუფლება შეიცვლება, ყველა მოსამართლეს, რომელიც უკანონო გადაწყვეტილებას მიიღებს, პასუხი მოეთხოვება" - განაცხადა"ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში კობახიძემ.
როგორც ცნობილია, 14 ივლისს, გორის პოლიციის მიერ ხულიგნობის ბრალდებით დაკავებულ „ქართული ოცნების" აქტივისტებს, ცოტნე შენგელიას, ვლადიმერ ჯანეზაშვილსა და კახაბერ გოგიაშილს, მოსამართლე ეკა ზარნაძემ 15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.