ბოლო საათების განმავლობაში სამართალდამცავებმა კოალიცია "ქართულ ოცნებაში" შემავალი პარტიების - ეროვნული ფორუმისა და კონსერვატორული პარტიის სამი წევრი დააკავეს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ქართულ ოცნებაში" განუცხადეს, დაკავებულნი არიან ფორუმელები თემურ შეყლაშვილი და ტარიელ ქარდავა და ასევე კონსერვატორულლი პარტიის წევრი მერაბ კაჭახიძე.
სამართალდამცველებმა თემურ შეყლაშვილი და ტარიელ ქარდავა საკუთარ საცხოვრებელ სახლებში აიყვანეს, ხოლო კაჭახიძე სამტრედიის ქუჩაზე ავტომაქანით გადაადგილებისას დააკავეს.
კაჭახიძე ამ დროისათვიის მოდულის შენობაშია გაადაყვანილი, ხოლო თემურ შეყლაშვილის და ტარიელ ქარდავას ზუსტი ადგილსამყოფელი ამ წუთებში დგინდება.
აღნიშნულ დაკავებებთან დაკავშირებით შსს-ს ამ დრომდე ინფორმაცია არ გაუვრცელებია.