ბათუმში ჩაის დამფასოებელი საწარმოს მშენებლობისათვის აჭარის მთავრობა ინვესტორს, დღეს, 17 ივლისს გამოავლენს. ბათუმში, დაბა ხელვაჩაურში მდებარე 4900 კვ.მ არასასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის საწყისი ღირებულება 175 ათასი ლარია.
პირობების თანახმად, ინვესტორი ვალდებული ხდება ხელშეკრულების გაფორმებიდან არანაკლებ 6 თვის ვადაში დაიწყოს, არანაკლებ 12 თვის ვადაში დაასრულოს და ექსპლუატაციაში შეიყვანოს ჩაის დამფასოებელი საწარმოს შენობა, რისთვისაც განახორციელოს არანაკლებ 350 000 ლარის ინვესტიცია.
მყიდველი ვალდებულია ხელშეკრულების გაფორმებიდან 13 თვის ვადაში საწარმოში მუდმივად 2 წლის ვადით დაასაქმოს არანაკლებ 10 მოქალაქე რომელთა 90% იქნება საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირები. იმავდროულად, აუქციონის დასრულებიდან 2 თვის ვადაში უზრუნველყოს შპს "ხელვაჩაურის ხილბოსტანსაცავის" კრედიტორული დავალიანების დაფარვის მიზნით, საზოგადოების ანგარიშზე 50 199 ლარის ჩარიცხვა, რომელიც 2012 წლის 25 მაისის მდგომარეობით შეადგენს 50 199 ლარს, რომელსაც ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ერიცხება საურავი.