დღეს, 17 ივლისს, 13:00 საათზე, PRIME TIME-ის პრესკლუბში მსოფლიო ავიაბაზრის ცნობილი ექსპერტი ნიკოლას სილვა საქართველოს ტრანზიტული და საინვესტიციო პოტენციალის შესახებ ანალიზს საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ხელმძღვანელ ირაკლი დავითაძესთან ერთად წარადგენს.
ნიკოლას სილვას ავიაბაზარზე მუშაობის 15-წლიანი გამოცდილება აქვს. ის წარმოადგენს წამყვანს საერთაშორისო სალიზინგო კომპანია AerCap-ს რომელიც არის მსოფლიოში 100-ზე მეტი მსხვილი ავიახაზების პარტნიორი კომპანია.
სილვა საქართველოს სატრანზიტო პოტენციალს, საინვესტიციო კლიმატს და გარემოს სწავლობს, რეგულარულად მართავს შეხვედრებს მსოფლიოს უმსხვილეს კომპანიებთან, რომლების დაინტერესებულები არიან საქართველოს ავიაბაზარში ინვესტირების და ქვეყნისთვის უახლესი მოდელის თვითმფრინავების ლიზინიგით გადმოცემის საკითხებით.