ხვალ, 17 ივლისს, დედაქალაქის რამდენიმე უბანს ელექტრომომარაგება შეეზღუდება.
10:00-იდან 13:00 საათამდე ჩუღურეთის რაიონში შეზღუდვა შეეხება მარჯანიშვილის, ნინოშვილის, ჯავახიშვილის, კიტა აბაშიძის, ჩუბინიშვილის და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს, 10:00-იდან 18:00 საათამდე - დიღმის მასივის VI კვარტლის, თევდორე მღვდლის, ცემის, მიქელაძის და მიმდებარე ქუჩების მოსახლეობას.
10:00-იდან 17:00 - ვაზისუბნის II მიკრორაიონი, მესხეთის, ტვიშის და მიმდებარე ქუჩები, ხოლო 10:00-დან 16:00 საათამდე რუსთავის გზატკეცილი, სადგურის, ვაგზლის და მიმდებარე ქუჩებს.
10:00-იდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება სვანების დასახლების, ქვემო ფონიჭალის, გარდაბნის გზატკეცილის, ქვემო მელითონეთა დასახლების, ფონიჭალის დასახლების, მარნეულის, წმინდა ბარბარეს უბნის, ქინძმარაულის და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს.
10:00-იდან 16:00 საათამდე - თბილისის ზღვაზე მდებარე დევნილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტებს, კალუჟინის, სართანიას, ცქიტიშვილის, ჟღენტის, ლოტკინის, ხორნაბუჯის, ნაგომარის, მუხრანისა და მიმდებარე ქუჩებს.
10:00-იდან 18:00 საათამდე ელექტრომომარაგება შეეზღუდება თემქის დასახლების IV კვარტლის, საჩხერის, ცოდნის კარის, ურეკის, შატილის, ლიახვის, ჟინვალის, ნაგომარის და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს.
10:00-იდან 17:00 საათამდე - ვაშლიჯვრის დასახლება, ვაჟა-ფშაველას I შესახვევი, გოძიაშვილის, სარაჯიშვილის, კვანტალიანის, ნუცუბიძის, ზაქარიაძისა და მიმდებარე ქუჩებს.
10:00-იდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ვარდების მოედნის და რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ) მოსახლეობას, ხოლო 10:00-დან 14:00 საათამდე - დაბა წყნეთის მცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოს დამთავრებისთანავე მომხმარებლებს ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგებათ.