"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" შიდა კვლევის შედეგებს ასაჯაროებს, რომლის მიხედვით, კითხვაზე - ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, მათ გამოკითხულთა 57% მისცემდა ხმას.
"ნაციონალურმა მოძრაობამ" შიდა კვლევა ივნისში, ორგანიზაცია "GREENBERG QUINLAN ROZNER"-ს დაუკვეთა. შეკითხვა შემდეგი ფორმულირებით დაისვა: "მიუხედვად იმისა, რომ მომავალ საპარლამენტო არჩევნებამდე ჯერ კიდევ ბევრი დროა, არჩევნები დღეს რომ ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას?".
ამ კითხვაზე, 57%-მა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" დაასახელა, 31% - "ქართული ოცნება", 4% - ქდმ, 1% - "ლეიბორისტები". 5%-ში კი თავი მოიყარა იმ ამომრჩეველმა, რომელსაც ჯერ არ გადაუწყვეტია, არ იცის ან კითხვაზე უარი განაცხადა.