იურისტი ზაქარია ქუცნაშვილი ხელისუფლებას სპეციალური განცხადებით მიმართავს.
ქუცნაშვილი უზენაესი სასამართლოს განაჩენს მისი მამის, ომარ ქუცნაშვილისათვის ორი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთასთან დაკავშირებით უკანონოს უწოდებს და მზადყოფნას გამოთქვამს, თავად მოიხადოს სასჯელი.
"ბატონო სააკაშვილო, გთავაზობთ ურთიერთსასარგებლო წინადადებას: თუ თქვენ მამაჩემს, უდანაშაულო ადამიანს და დამსახურებულ მოქალაქეს მისი ღირსების შემლახველი შეწყალების მოთხოვნის გარეშე გაათავისუფლებთ, მე მზად ვარ დავიკავო მისი ადგილი საქართველოს ნებისმიერ საპყრობილეში", _ აცხადებს ქუცნაშვილი.
შეგახსენებთ, რომ ომარ ქუცნაშვილი ორი წლის წინ ყალბი დოკუმენტების დამზადების ბრალდებით დააკავეს.