"სოფელ ზარდიანთკარში ჯერ-ჯერობით არავითარი ცვლილება არ არის", - განცხადება ამის შესახებ ოს სეპარატისტთა ლიდერთან ლეონიდ თიბილოვთან გამართულ თათბირზე ე.წ. რწმუნებულმა კოსტკონფლიქტური დარეგულირების საკითხებში მურატ ჯიოევმა გააკეთა.
"სოფელ ზარდიანთკარში ქართული საგუშაგოს სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვართან გადანაცვლებასთან დაკავშირებით ჯერ ჯერობით არავითარი ცვლილებები არ არის. ქართული მხარე დაჟინებით ამტკიცებს, რომ ეს საგუშაგო ადგილობრივ მოსახლეობას არ ემუქრება, თუმცა ხალხი მაინც გამოთქვამს შეშფოთებას", - განაცხადა ჯიოევმა.
მისივე თქმით, მალე ცხინვალის რეიგონში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეები ჩავლენ და იგი ამ საკითხის განხილვას მათთან აპირებს.
"რესპუბლიკაში ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებათა თანათავმჯდომარეები ს ვიზიტი იგეგმება და ჩვენ მათთან ამ საკითხსაც განვიხილავთ",_ აცხადებს მურატ ჯიოევი.
მასალის გამოყენების პირობები