,,NDI-ის მიერ გამოქვეყნებულმა კვლევამ გვიჩვენა, რომ სხვა პოლიტიკური პარტიები დაიხოცნენ", - განაცხადა ,,ქდმ"-ს ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ვეფხვაძემ ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში NDI-ის მიერ გამოქვეყნებული პარტიული რეიტინგების კომენტირებისას.
,,კვლევა ჩატრადა მაშინ, როდესაც ქრისტან-დემოკრატებს წინასაარჩევნო კამპანია ჯერ კიდევ დაწყებული არ გვქონდა და მიუხედავად ამისა, ჩვენი მისამართით საკმაოდ პოზიტიური შედეგებია. კვლევის მიხედვით ჩანს, რომ სხვა პოლიტიკური პარტიები ,,დაიხოცნენ". ჩვენ მხარდაჭერას, რაც შეეხება პირველი და მეორე არჩევანის შეჯამების შედეგად საერთო მაჩვენებელი ჯამში 10-12 % აღწევს, რაც კარგი შედეგია", _ აცხადებს ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ლევან ვეფხვაძე და აღნიშნავს, რომ კვლევის თანახმად გამოჩნდა, რომ გიორგი თარგამაძეს, გიორგი ახვლედიანსა და ინგა გრიგოლიას მაღალი პერსონალური რეიტინგი აქვს.
"ოპოზიციური ხუთეულიდან სამი ადგილი მათ უჭირავთ. ყველაზე პოზიტიური და საქმიანი გუნდი სწორედ, "ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობაა,"- განაცხადა ლევან ვეფხვაძემ და აღნიშნა, რომ იგი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუს მიერ გამოქვეყნებულ შედეგებს ენდობა.
,,მე პარტიების მიერ დაფინანსებულ კვლევებს არ ვენდობი, ყველა სხვა კვლევა მეცნიერულ საფუძველზე დამყარებული რიცხვების ერთობლიობაა, რომელიც ჩემთვის გარკვეული გზამკვლლევია იმისთვის, თუ როგორ ვიმოქმედო სამომავლოდ", _ განაცხადა ,,ქდმ"-ს ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ვეფხვაძემ.
შეგახსენებთ, რომ NDI-მ დღეს პოლიტიკურ პარტიათა რეიტინგები გამოაქყეყნა კვლევა ჩატარებულია საქართველოს მასშტაბით 4-22 ივნისს. პირდაპირი ინტერვიუერის პრინციპით 6299 რესპოდენტი გამოიკითხა.