თბილისის მერმა გიგი უგულავამ ძველ თბილისში სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა.
გიგი უგულავა მოსახლეობას შეხვდა და 2010 წლის დასაქმების პროგრამის პრიორიტეტები გააცნო. უგულავას განცხადებით, წელს დედაქალაქის ბიუჯეტში ერთ-ერთი მთავარი საკითხი ქალაქის მასშტაბით ყველა ეზოს კეთილმოწყობა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებაა.
თბილისის მერის თქმით, მიმდინარე წელს ეზოსთან მისასვლელი საავტომობილო გზები დაიგება.
"მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ რაც შეიძლება ბევრი უბანი მოვიცვათ ძველი თბილისის პროგრამის "ძველი თბილისის ახალი სიცოცხლის" ფარგლებში. წელს და გაისადაც ჩვენი პრიორიტეტი შიდა ქუჩების დაგება იქნება", _ განაცხადა გიგი უგულავამ.