,,ეს მაჩვენებელი მიუთითებს, რომ შესაძლებელია საპრეზიდენტო არჩევნებზე მეორე ტური დაინიშნოს", _ განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ექსპერტმა ნიკა ჩიტაძემ NDI-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის კომენტირებისას და აღნიშნა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შედეგი წინასაარჩევნო კამპანიაზე იქნება დამოკიდებული.
,,თეორიულად შესაძლებელია, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში ბიძინა ივანიშვილის მიერ წამოყენებულმა კანდიდატმა გაიმარჯვოს, მაგრამ ბევრი რამ წინასაარჩევნო კამპანიაზე იქნება დამოკიდებული. ამასთან განმსაზღვრელია, თუ ვინ დასახელდება პრეზიდენტობის კანდიდატად ,,ნაციონალური მოძრაობისა" და ,,ქართული ოცნების" მხრიდან", _ განაცხადა ჩიტაძემ.
შეგახსენებთ, რომ NDI-მ პოლიტიკური პარტიების რეიტინგები დღეს გამოქვეყნა. NDI-ს კითხვაზე ვის ისურვებდით საქართველოს შემდეგ პრეზიდენტად? გამოკითხულთა 22%-მა ,,ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს, ხოლო 22%-მა ივანიშვილის მიერ დასახელებულ კანდიდატს დაუჭირა მხარი, 25%-მა კი არ იცის ვინ სურს პრეზიდენტად.