,,ქართული ოცნება" მოსახლეობის მისამართით უფრო რადიკალური და აქტიურია. როგორც ჩანს, მათი ეს ტაქტიკა მუშაობს", _ განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ექსპერტმა ნიკა ჩიტაძემ NDI-ის მიერ გამოქვეყნებული რეიტინგების კომენტირებისას და აღნიშნა, რომ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი საკმაოდ პრიორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციაა.
,,პროცენტული მაჩვენებლიდან ჩანს, რომ რამდენიმე პროცენტით ,,ნაციონალური" მოძრაობის რეიტინგმა დაიწია, ხოლო ,,ქართული ოცნების" პროცენტული მაჩვენებელი გაიზარდა. ეს შესაძლოა დაკავშირებული იყოს იმასთან, რომ ,,ქართული ოცნების" მხრიდან მიმდინარეობს სააგიტაციო პროცესი, ხდება ზეწოლა თანამოქალაქეეზე იმ კუთხით, რომ საპარლამენტო არჩევნებზე ,,ქართული ოცნება" აუცილებლად გაიმარჯვებს. ამიტომ შესაძლოა მმართველი გუნდის რეიტინგს დაწევა ამით იყოს გამოწვეული, რადგან ბოლო პერიოდში ,,ნაციონალურ მოძრაობას" ისეთი რადიკალური შეცდმა, არ დაუშვია, რაც მათი რეიტინგის კლებას გამოიწვევდა", _ განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ნიკა ჩიტაძემ და აღნიშნა, რომ NDI პრიორიტეტული ორგანიზაციაა.
,,ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი საკმაოდ პრიორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციაა და კველევის ჩატრების, საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს", _ განაცხადა ჩიტაძემ.
შეგახსენებთ, რომ NDI-ის შეკითხვაზე რომელი პარტია დგას ჩვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს? რესპოდენტთა 34 %-ი "ნაციონალურ მოძრაობას", 20 %-ი კოალიცია "ქართულ ოცნებას" უჭერს მხარს. ხოლო გამოკითხულთა 16 %-მა დასმულ კითვაზე პასუხის გაცემისაგან თავი შეიკავა.
უნდა აღინიშნოს, რომ თებერვლის კვლევასთან შედარებით იგივე კითხვაზე "ნაციონალურ მოძრაობას" გამოკითხულთა 41 %, ხოლო "ქართულ ოცნებას" 11 % უჭერდა მხარს.
შეგახსენებთ, რომ კვლევა ჩატარებულია საქართველოს მასშტაბით 4-22 ივნისს. პირდაპირი ინტერვიუერის პრინციპით 6299 რესპოდენტი გამოიკითხა.