პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI ის) მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგებს უნდობლობას უცხადებს. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში საყვარეილიძე აღნიშნავს NDI-ის კვლევაში ბევრი უზუსტობაა.
,,NDI-ის კითხვაზე საპარლამენტო არჩევნებში რომელ პოლიტიკურ პარტიას დაუჭერდით მხარს არ ვიცი პასუხი გამოკითხულთა 22%-მა დააფიქსირა, ხოლო კითხვაზე უარი 16% -მა თქვა. 16%+22%=38% ე.ი. გამოდის, რომ გამოკითხულთა მესამედმა უარი თქვა, კითხვაზე პასუხის გაცემაზე. შესაბამისად, როცა ამ რაოდენობით რესპოდენტები უარს ამბობენ პასუხის გაცემაზე ნიშნავს იმას, რომ ინსტიტუტმა გამოკითხულების ნდობის მოპოვება ვერ მოახერხა და თუკი რესპოდენტი არ ენდობა შედეგებს, ჩვენ რატომ უნდა ვენდოთ?", _ განაცხადა საყვარელიძემ და აღნიშნა, რომ NDI-ის მიმართ უნდობლობა ყოველდღიურად მატულობს.
,,უბედურება ისაა, რომ საქართველოში ამ კვლევის შედეგებს სალაპარაკოს ხდიან, რაც ჩვენი სოციოლოგიური დონის ბრალია. მითუმეტეს, ინსტიტუტის მიმართ უნდობლობის მაჩვენებელი, გამოკვლევიდან-გამოკვლევამდე მეორდება და უფრო მატულობს", _ განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.
შეგახსენებთ, რომ NDI-მ პოლიტიკურ პარტიათა რეიტინგები გამოაქვეყნა. Kკვლევა საქართველოს მასშტაბით 4-22 ივნისამდე ჩატარდა და პირისპირ ინტერვიუერის პრინციპით 6 299 რესპონდენტი გამოიკითხა.