"ქართული ოცნება" ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევის შედეგებს უნდობლობას უცხადებს.
"ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა, NDI-ს კვლევებს არ ვენდობით და სხვათა შორის, არც სხვა ორგანიზაციის გამოკითხვებს", - განაცხადა "ქართული ოცნების" პრეს-სპიკერმა მაია ფანჯიკიძემ
მისი თქმით, გამოკითხვისას მნიშვნელოვანია იმ ორგანიზაციის წარმომავლობა, რომლიც გამოკითხვას ატარებს, ასევე დაფინანსების წყაროები და მეთოდიკა.
ფანჯიკიძის განცხადებით, მთავარი ინდიკატორი არა რომელიმე ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული ციფრები, არამედ მხარდამჭერთა ის უპრეცედენტო რაოდენობაა, რომელიც "ქართულ ოცნებას" ყავს.
"ჩვენ ვიცით მხოლოდ ერთი რამ - "ქართული ოცნების" მიერ ჩატარებულ 5 აქციაზე ჩვენი მხარდამჭერების რაოდენობა უპრეცედენტო იყო. არც გორში, არც მცხეთაში, არც ოზურგეთში, არც ქუთაისში და არც თბილისი ასეთი მასშტაბური აქციები არ ჩატარებულა", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.