თბილისში პრაიმერის აქტივისტთა რეგისტრაცია დაიწყო. გაზაფხულისთვის დაგეგმილ პრაიმერში მონაწილეობის მისაღებად ოპოზიციის მხარდამჭერებს რეგისტრაციის გავლა მეტროს სადგურებთან "ახმეტელის თეატრი", "ვარკეთილი" და "ვაგზლის მოედანი" შეუძლიათ.
ვარკეთილიში რეგისტრაციის პროცესს, რომელიც 12:00 სთ-ზე დაიწყო, "კონსერვატორები" უწევს კოორდინაციას, გლდანში - "ხალხის პარტია", ხოლო ვაგზალზე - "მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის".
"ვაგზლის" მეტრო სადგურთან პრაიმერის ინიციატორი პარტიის ლიდერები ზვიად ძიძიგური, ზურაბ ნოღაიდელი, კობა დავითაშვილი და ალექსანდრე შალამბერიძე მივიდნენ.
"ერთიანი კანდიდატის გამოვლენის სხვა გეგმა ოპოზიციას არ გააჩნია და მოვუწოდებთ საზოგადოებას, აქტიურად ჩაერთონ ამ პროცესში", _ განაცხადა კონსერვატიული პარტიის ლიდერმა, ზვიად ძიძიგურმა.
პოლიტიკური ლიდერები რეგისტრაციის პროცესში თავადაც მიიღებენ მონაწილეობას