NDI-ის მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა მხარს "ნაციონალურ მოძრაობას" უჭერს.
NDI-ის შეკითხვაზე რომელი პარტია დგას ჩვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს? რესპოდენტთა 34 %-ი "ნაციონალურ მოძრაობას", 20 %-ი კოალიცია "ქართულ ოცნებას" უჭერს მხარს. ხოლო გამოკითხულთა 16 %-მა დასმულ კითვაზე პასუხის გაცემისაგან თავი შეიკავა.
უნდა აღინიშნოს, რომ თებერვლის კვლევასთან შედარებით იგივე კითხვაზე "ნაციონალურ მოძრაობას" გამოკითხულთა 41 %, ხოლო "ქართულ ოცნებას" 11 % უჭერდა მხარს.
შეგახსენებთ, რომ კვლევა ჩატარებულია საქართველოს მასშტაბით 4-22 ივნისს. პირდაპირი ინტერვიუერის პრინციპით 6299 რესპოდენტი გამოიკითხა.