ნაცისტური რეჟიმის ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი დამნაშავე, 97 წლის ვლადისლაუს ჩიჟიკ-ჩატარი, რომელსაც დაუსწრებლად მიესაჯა სიკვდილით დასჯა, მშვიდად ცხოვრობს ბუდაპეშტში. ამის შესახებ ჟურნალისტური გამოძიების საფუძველზე ინფორმაციის მოპოვება ბრიტანული გაზეთის, "სანის" ჟურნალისტებმა შეძლეს.
არსებული ინფორმაციის მიხედვით, მეორე მსოფლიო ომის დროს ჩიჟიკ-ჩატარი ქალაქ კასში არსებული გეტოს დაცვის პოლიციის უფროსის მოვალეობას ასრულებდა.
ვიზენტალის ცენტრის ინფორმაციით, აღნიშნულ გეტოში სულ მცირე 15,7 ათასი ებრაელი დახოცეს.
იმავე ცენტრის ინფორმაციით, ეს ადამიანი სიამოვნებას იღებდა ქალების გაროზგვით. აიძუილებდა ტყვეებს შიშველი ხელებით გაეთხარათ გაყინული მიწა, სასტიკად აწამებდა მათ და "ჩადიოდა ათასგვარ მხეცობას".
ომის შემდეგ ჩეხოსლოვაკიის სასამართლომ მას სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანა, თუმცა რამდენადაც ცნობილია, იგი სხვისი სახელითა და გვარით სახცოვრებლად კანადაში გადავიდა, სადაც ხელოვნების ნიმუშებით ვაჭრობდა. 1997 წელს კანადის ხელისუფლებისთვის ცნობილი გახდა მისი ნამდვილი ვინაობის შესახებ, თუმცა უნგრელმა დამალვა მოახერხა.
"სანის" ჟურნალისტებმა მაინც შეძლეს მისი ადგილსამყოფელის დადგენა, ამჟამად დადასტურებულია, რომ ნაცისტი დამნაშავე ბუდაპეშტში, კერძო ორ ოთახიან სახლში ცხოვრობს.