საერთაშორისო წითელმა ჯვარმა გაავრცელა ოფიციალური განცხადება, რომ სირიაში მიმდინარე კონფლიქტს განიხილავს როგორც სამოქალაქო ომს და მოითხოვს საერთაშორისო ჰუმანიტარული წესების დაცვას ქვეყნის მთელს ტერიტორიაზე.
წითელი ჯვარი თვალ-ყურს მიადევნებს საერთაშორისო ჰუმანიტარული უფლებების ჟენევის კონვენციის შესრულებას, რომელიც კონფლიქტის მხარეებს უკრძალავს საკუთარი მიზნის მისაღწევად არადეკვატური ძალის გამოყენებას, მშვიდობიანი მოქალაქეების და ტყვეების დახოცვას.
შეგახსნებთ, რომ გაეროს მონაცემებით სირიაში მიმდინარე კონფლიქტისას 15 ათასამდე ადამიანია დაღუპული.