აშშ-ს სახელმწიფო მდივანს ჰილარი კლინტონს ეგვიპტეში ვიზიტისას, ქალაქ ალექსანდროაში აშშ-ს საოკსულოს გახსნის შემდეგ მიმდებარედ შეკრებილმა ხალხმა პომიდვრები და ფეხსაცმელები ესროლა.
კლინტონის წინააღმდეგ საპროტესტო აქციაზე შეკრებილი ხალხი მას უყვიროდა "მონიკა!", "მონიკა!". აღნიშნულით ისინი ცდილობდნენ მისთვის ბილ კლინტონისა და მონიკა ლევინსკის "რომანი" გაეხსენებინათ.
საპროტესტო აქციაზე ძირითადად ქვეყნის პრეზიდენტად მუჰამედ მუსრის არჩევის მოწინააღმდეგეები იყვნენ შეკრებილნი.
ალექსანდრიაში სიტყვით გამოსვლისას ჰილარი კლინტონმა აღნიშნა, რომ აშშ არ ჩარეულა ეგვიპტის საარჩევნო პროცესში და მასზე არავითარი გავლენა არ მოუხდენია. თუმცა როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, ეს არგუმენტი მოსრის მოწინააღმდეგეებისთვის დამაჯერებელი ვერ გამოდგა.
სახელმწიფო დეპარტამენტმა მოგვიანებით განაცხადა, რომ არაორგანიზებული აქციისას არავინ დაშავებულა.
თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ გავრცელებულ ვიდეო მასალებზე ჩანს თუ როგორ მოხვდა კლინტონის მიმართულებით ნასროლი პომიდორი ერთ-ერთ ეგვიპტელ ჩინოვნიკს, რომელიც სახელმწიფო მდივანს ახლდა.