აშშ-ის სამართალდამცავებმა მექსიკაში ვინსენტ ლეგრენდ უოილტერსი დააპატიმრეს. ლეგრენდ უოილტერსი აშშ-ის იუსტიციის სამინისტროს მიერ 15 საშიში დამნაშავეების სიაში იყო შეტანილი, რომლებზედაც ძებნაა გამოცხადებული.
ვინსენტ ლეგრენდ უოილტერსი მექსიკაში კურორტ კანკუნში დააკავეს, სადაც იგი აეროპოტში სხვისი სახელითა და გვარით მუშაობდა.
გავრცელებული ინფორმაციით, დამნაშავის დაკავება აშშ-ისა და მექსიკის სამართალდამცავთა ერთობლივი მუშაობის შედეგია.
ვინსენტ ლეგრენდ უოილტერსი 1988 წლიდან ქალაქ სან დიეგოში ადამიანების გატაცების, მკვლელობების და ნარკოტიკებით ვაჭრობის ბრალდებით იძებნება.
ამჟამად დაკავებული მეხიკოს ერთ-ერთ ციხეშია მოთავსებული და აშშ-ში ექსტრადიაციის მოლიდინშია.