ავღანეთის პროვინცია სამაგანში თვითმჯვლელმა თავი ქორწილში აიფეთქა. აფეთქების შედეგად დაიღუპა 20 -ზე მეტი ადამიანი და დაიჭრა 40-ზე მეტი. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ავრცელებს.
პროვინციის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ აფეთქების შედეგად დაღუპულია პარლამენტის წევრი და ყოფილი საველე მეთაური აჰმად ხან სამაგანი, რომლებიც ამ ქორწილში იმყოფებოდნენ.