დღეს, 14 ივლისს, ვაჟა-ფშაველას მშობლიურ სოფელ ჩარგალში სახალხო დღესასწაული "ვაჟაობა" გაიმართება. 
მწერალი, პოეტი, საზოგადო მოღვაწე ვაჟა-ფშაველა 1861 წლის 14 ივლისს ჩარგალში დაიბადა. წელს ვაჟას დაბადებიდან 151 წელი შესრულდა. შარშან პოეტის 150 წლის იუბილე საზეიმოდ აღინიშნა. 
ვაჟა-ფშაველა მთაწმინდის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონშია დაკრძალული.