კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი ევროპარლამენტის წევრს, კრისტიან ვიგენინის შეხვდა. "ქართული ოცნების" "ფეისბუკის" გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი საქართველოში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციასა და წინასაარჩევნო პერიოდს შეეხო.
კრისტიან ვიგენინის განცხადებით, დღეს საქართველო საინტერესო პროცესში იმყოფება, რადგან გამოიკვეთა ძლიერი ოპოზიციური ძალა. მისი თქმით, ევროპარლამენტი დეტალურად დააკვირდება მოვლენების განვითარებას.
ივანიშვილმა სტუმარს მადლობა გადაუხადა საქართველოს ბედით დაინტერესებისა და იმ პოზიციის გამო, რომელიც მას აქვს.