"ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი კახი კალაძე ლიახვის ხეობის მაჟორიტარის ბადრი ბასიშვილის ბრალდებებს უარყოფს. კალაძემ, ,,პოლიტმეტრში" ბასიშვილის ბრალდებებს ტყუილი და სიცრუე უწოდა.
,,ეს ყველაფერი ტყუილია. ჩვენ ყველამ კარგად ვიცით ბასიშვილი რა პიროვნებაა, რა წარსული აქვს, როგორი ადამიანია, რა კრიმინალური დაჯგუფებები ჰყავს ყველასთვის ცნობია. ის, რაც ამ ადამიანმა განაცხადა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ტყუილია. თითქოს, ჩემი და ჩემი დაცვის გამო მოხდა ეს ყველაფერი. Mმინდა გითხრათ, რომ, როდესაც კარალეთში ჩვენი ჯგუფი შევიდა, ჩვენთან ერთად ,,ქართული ოცნების" ახალგაზრდული ფრის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. ჩვენ ორ ნაწილად გავიყავით, რადგან დიდი სოფელი და დიდი დასახლებაა ერთი ნაწილი ერთ მოსახლეობასთან შესახვედრად წავიდა მეორე ნაწილი ჩახლებულ დევნილებთან შესახვედრად წავიდა", _ განაცხადა კალაძემ და აღნიშნა, რომ კარალეთში შესვლისთანავე 10-მა ქალბატონმა ჩოჩქოლი ატეხა.
,,იმ წუთშივე მიკროავტობუსი გაჩერდა ცოტა ზემოთ გადმოვიდა დაახლოებით 10 ქალბატონი და გამოემართნენ ახალგაზრდებთან შესახვედრად და იქ ატყდა ჩოჩქოლი. Mმე, პირადად ჩემს მეგობრებთან ერთად გამოსული ვიყავი და შეხვედრას ვახორციელებდი ადგილობრივ მოსახლეობასთან და ვუხსნით რატომ ვიმყოფებოდით იქ. ჩვენ არავის სალანძღავად არ მივსულვართ", - განაცხადა კახა კალაძემ.
შეგახსენებთ, რომ ლიახვის მაჟორიტარი დეპუტატი ბადრი ბასიშვილი კარალეთში მომხდარ ინციდენტში კახი კალაძესა და მისი დაცვის წევრებს ადანაშაულებს.