"საქართველოს გზა - სალომე ზურაბიშვილის" თავმჯდომარის განცხადებით, ხელისუფლება ძალაუფლების გადასარჩენად არ მოერიდა ტერიტორიების გაწირვას და არ ერიდება, ისტორიას გადაუაროს.
"ჩამოვედი იმიტომ, რომ ჩავთვალე: დღევანდელი სიტუაცია, ჩემი თვალიდან დანახული, ჩემი გარე თვალიდან დანახული, არის ძალაინ სერიოზული, თუ არა საგანგაშო. დღეს ხელისუფლება ეწევა საშინელ პოლიტიკას, რომლის მიზანი არის არამარტო ის, რასაც აქამდე აკეთებდა და მე აღარ გავაგრძელებ ამას, რაც თქვენ ჩემზე კარგად იცით. მე ვუყურებ გარედან და გარედან მიდის საქართველოს სახელისა და სახის განადგურება. ეს ხელისუფლება, თავისი წარმომადგენლებით, ლობისტებით, "პიარისტებით", ავრცელებს ინფორმაციას და ქმნის ისეთ სურათს, თითქოს საქართველო იყოს შოვინისტების, ჩამორჩენილი, უკანდარჩენელი კონსერვატიული საბჭოთა მენტალობის, არატოლერანტული და უმცირესობის დამჩაგვრელი ხალხის ქვეყანა, ეს სურათი მთლიანობაში არის ის, რაც ეწინააღმდეგება ქართულ ფასეულობებს, ღირებულებს და ისტორიას, მაგრამ ამით, მათ უნდათ, თავი გამოიჩინონ გარეთ და ჯერ კიდევ მათი მხარდამჭერები ცდილობენ თავი წარმოადგინონ ერთადერთ პროგრესულ ძალად, რომელსაც შეუძლია ეს ქვეყანა გამოიყვანოს ამ ჩავარდნილი მდგომარეობიდან", - განაცხადა ზურაბიშვილ,მა.
მისი განცხადებით, ეს არის ძალიან საშიში ტენდენცია.
"როგორც ეს ხელისუფლება არ მოერიდა იმას, რომ ტერიტორიები გაეწირა თავისი ძალაუფლების გადასარჩენად, ასევე არ ერიდება იმას, რომ საქართველოს და მთლიანად ჩვენს ისტორიას და სახეს გადაუაროს, იმისთვის, რომ თვითონ რაღაცნაირად, კიდევ ცოტა ხნით შეინარჩუნოს ძალაუფლება", - განაცხადა მან.