"მე დავიწყებ სახელმწიფო საქმიანობას, როცა ამის დრო დადგება და გარწმუნებთ, რომ ეს დრო მალე მოვა", - აღნიშნულის შესახებ "საქართველოს გზა - სალომე ზურაბიშვილის" თავმჯდომარემ განაცხადა.
"მე არ ვიქნები მაჟორიტარი კანდიდატი, არც საარჩევნო სიაში ვიქნები. დიდი ბოდიში ფოთელებს, მათ ეყოლებათ კარგი მაჟორიტარი, რომელსაც მე მხარს ვუჭერ. ამ ჩემთვის საყვარელი ქალაქისტის მე ბევრი რამის გაკეთებას შევძლებ",_ განაცხადა მან და დასძინა, რომ მალე დაიწყებს სახელმწიფო საქმიანობას.
"ჩვენ შევთანხმდით, რომ მე დავიწყებ სახელმწიფო საქმიანობას, როცა ამის დრო დადგება და გარწმუნებთ, რომ ეს დრო მალე მოვა. ამ ეტაპზე რომელიმე კონკრეტულ პოსტზე საუბარი არ არის, თქვენ იცით ბიძინა ივანშვილის პოზიცია, რომ დღეს პოსტების განაწილების დრო არ არის და მე არც მინდა, იმიტომ, რომ არც ერთ პოსტზე არ ვარ კანდიდატი და ამავდროულად ყველგან ვარ კანდიდატი, ანუ მე ამ ქვეყნისთვის, მზად ვარ ვიმსახურო ყველგან, სადაც საქართველოსთვის სასიკეთო საქმეს გავაკეთებ, ჩემი გამოცდილებით, ძალბით და კონტაქტებით, არა მარტო ჩემი ძალით, რადგამ მე ახლა წარმოვადგენ ორ ადამიანს, ჩემს თავს და ჯანრი კაშიას, ამიტომ ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს შევასრულო", - განაცხადა მან.