,,ქართული ოცნების" ლიდერები და მათი 100-მდე მხარდამჭერი კარალეთის მოსახლეობასთან შესახვედრად არ შეუშვეს.
როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთნ" საუბარში კახი კალაძის პრეს-მდივანმა ოთარ ჩრდილელმა განაცხადა, მათ წინააღმდეგობა "ლიახვის ხეობის მაჟორიტარი დეპუტატის ბადრი ბასიშვილის 40 კაციანმა ზონდერ ბრიგადამ გაუწია, რომელთაც კოალიციის ლიდერებს ქვების სროლა დაუწყეს".
"განსაკუთრებული აგრესიას კი კახი კალაძის მიმართ იჩენდნენ", - განაცხადა ჩრდილელმა.
ჩრდილელის განცხადებით, ინციდენტის დროს საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები არ გამოჩენილან
,,შემთვევის დროს საპატრულო პოლიცია არ გამოჩენილა, რამდნადაც ვიცი შემთხვევა ერთ-ერთმა საერთაშორისო ორგანიზაციის წევრმა დააფიქსირა", _ განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ჩრდილელმა.
მისივე თქმით, კახი კლაძესთან ერთან კარალეთის მოსახლეობასთან შესახვედრად იმყოფებოდნენ კალიციის სხვა ლიდერებიც და საზოგადოების წარმომადგენლები. მათ შორის გიორგი ვოლსკი, სოზარ სუბარი, გია ყარყარაშვილი.