ქუთაისში კოპიტნარის აეროპორტში მიმდინარე სამშენებლო სამუშაოები ეკონომიკის მინისტრმა ვერა ქობალიამ დაათვალიერა.
ეკონომიკის მინისტრის ვერა ქობალიას განცხადებით, კოპიტნაირის აეროპორტის მშენებელობა რეგიონისა და საქართველოს განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს .
,,აეროპორტი საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს შესაძლებლობას მისცემს, ძალიან იაფად გაემგზავრონ ევროპაში, მიიღონ განათლება და ასევე უცხოელებს ჩამოვიდნენ საქართველოში ", - განაცხადა ჟურნალისტებთან ვერა ქობალიამ.
გავრცელებული ინფორმაციით, აეროპორტის სამშენებლო სამუშაოებში სულ 500 ადამიანი, მათ შორის 435 ადგილობრივი მოსახლეა დასაქმებული.
შეგახსენებთ, რომ კოპიტნარის აეროპორტმა ფუნქციონირება შემოდგომაზე უნდა დაიწყოს.