მობილური ტელეფონების ერთ-ერთი უმსხვილესი ფინური კომპანია Nokia აფრიკაში ITტექნოლოგიების განვითარებისთვის ინვესტირებას განახორციელებს.
უნდა აღინიშნოს, ტექნოლოგიები აფრიკის რეგიონში ერთადერთი სწრაფად მზარდი დარგია. კონტინენტის მცხოვრებნი ახალი ტექნოლოგიებით დიდად არიან დაინტერესებულნი და Nokia-ს სმარტფონებზე აფრიკაში უდიდესი მოთხოვნაა. კომპანიის წარმომადგენლები განმარტავენ, რომ დღეისთვის Nokia-ს აქვს უდიდესი შანსი, აფრიკაში სწრაფად განვითარდეს და შესაბამისი მოგებაც მიიღოს.