დღეს კოალიცია "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს რამდენიმე რეგიონის მაჟორიტარობის კანდიდატი დაასახელა. კახეთის რეგიონი: სიღნაღის რაიონი - გელა გელაშვილი, ფინანსისტი. დედოფლისწყარო - ალექსანდრე თამაზაშვილი, იურისტი. ლაგოდეხი - ლუკა კურტანიძე, სპორტსმენი, სახალხო კრების წევრი. ყვარელი - დავით ქევხიშვილი, სპორტსმენი, ახმეტა - ზურაბ ზვიადაური, სპორტსმენი.
სამცხე ჯავახეთის რეგიონი: ბორჯომი - გედევან ფოფხაძე, "თავისუფალი დემოკრატები"-ს წევრი, იურისტი. ახალციხე - გურამ კუტალაძე, ისტორიკოსი. ადიგენი - ბიძინა გუჯაბიძე "კონსერვატიული პარტიის" წევრი. ასპინძა - თემურ მაისურაძე, "ეროვნული ფორუმის" წევრი, იმერეთის რეგიონი: თერჯოლა - ომარ ნიშნიანიძე ისტორიკოსი. ვანის რანიონი - გოდერძი ტყეშელაშვილი, ეკონომისტი. წყალტუბო - პაატა ზაქარეიშვილი, კონფლიქტოლოგი. საჩხერე - მანანა კობახიძე "ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო"-ს თავმჯდომარე.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონი: ონი - თამაზ ჯაფარიძე, მესტია - ვიქტორ ჯაფარიძე, ხობი - გია ბუკია "კონსერვატიული პარტის" წევრი, ჩხოროწყუ - ლევან იზორია "თავისუფალი დემორატები"-ს წევრი. ბათუმში ბიძინა ივანიშვილმა მაჟორიტარად მურმან დუმბაძე დასახელა.