დღეს, 12 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა აღსრულების ეროვნული ბიუროს შუამდგომლობა სს ,,ქართუ ჯგუფი"-ს აქციათა 100%-ის და სს ,,პროგრეს ბანკი"-ს აქციათა 21,71450%-ის მმართველის დანიშვნის თაობაზე.
აღსრულებას დაქვემდებარებული ქონების მმართველად, პროფესიული და პრაქტიკული გამოცდილების გათვალისწინებით დაინიშნა ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის საერთაშორისო ცენტრის პრეზიდენტი ვლადიმერ უგულავა.
გასულ წლებში ვლადიმერ უგულავა უშუალოდ მონაწილეობდა არაერთი წარმატებული ფინანსური ინსტიტუტის ჩამოყალიბების პროცესში, იყო სს ,,ალდაგი ბისიაი"-ს საზედამხედველო საბჭოს წევრი, ხელმძღვანელობდა სს „ტაოპრივატბანკს".
ვლადიმერ უგულავას ამერიკის შეერთებულ შტატებში, კოლუმბიის უნივერსიტეტში მიღებული აქვს ეკონომიკური პოლიტიკის მართვის მაგისტრის ხარისხი.