11 ივლისს, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გაყიდა 5 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების სახელმწიფო ობლიგაციები, დაფარვამდე დარჩენილი ვადით 611 დღე.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 15 500 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 6.570 პროცენტით, მაქსიმალური - 6.780 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 6.720 პროცენტით განისაზღვრა.