"თიბისი ბანკი" ანაბრების საზაფხულო აქციას იწყებს. ბანკის ინფორმაციით, ის, ვინც თიბისი ბანკში 31 ივლისის ჩათვლით გახსნის „ვადიან" ან „ვადიან+" ანაბარს, მიიღებს +1% სარგებელს ანაბარზე და ასევე, შესაძლებლობა მიეცემა, გაიტანოს ანაბარზე დარიცხული სრული საპროცენტო სარგებელი წინასწარ. "თიბისი ბანკის" მეანაბრეებისათვის ეს არის უნიკალური შესაძლებლობა, მიიღონ მაქსიმალური სარგებელი ანაბრის გახსნისთანავე ან ყოველთვიურად.
"თიბისი ბანკის" საზაფხულო აქციის ფარგლებში, მნიშნვნელობა აღარ აქვს, მეანაბრე საპროცენტო სარგებელს აიღებს ანაბრის გახსნის დღეს, ყოველთვიურად თუ ანაბრის ვადის ბოლოს. ის ნებისმიერ შემთხვევაში მიიღებს სრულ საპროცენტო სარგებელს მაშინ, როდესაც სტანდარტულად, საპროცენტო სარგებელი დამოკიდებული იყო იმაზე, წინასწარ სურდა მეანაბრეს საპროცენტო სარგებლის გატანა, ყოველთვიურად თუ ანაბრის ვადის ბოლოს.
"ასე რომ, იჩქარეთ, გახსენით ანაბარი თიბისი ბანკში, მიიღეთ +1% და ისარგებლეთ უნიკალური შანსით, მიიღოთ სრული საპროცენტო სარგებელი წინასწარ"- განმარტავენ თიბისი ბანკში.