კომპანია Coca-Cola-მ უკვე ოფიციალურად განაცხადა, რომ "მილანის ატლეტიკოს " ფორვარდს, ცნობილ ფეხბურთელ რონალდინიოს კონტრაქტი გააუქმა. ორი თვის წინ ფეხბურთელი პრესკონფერენციაზე დაფიქსირდა, სადაც მაგიდაზე 2 ბოთლი Pepsi იდო. Coca-Cola-ს წარმომადგენლის თქმით, ეს იყო კომპანიასა და ფეხბურთელს შორის არსებული შეთანხმების დარღვევა.
აღსანიშნავია, რომ Coca-Cola-სა და რონალდინიოს შორის ხელშეკრულება 2011 წელს გაფორმდა, რომლის მიხედვითაც რონალდინიო წელიწადში კომპანიისგან 750 მლნ დოლარს მიიღებდა.