419 ათასი დოლარის ღირებულების იახტა, ყიდვიდან 15 წუთში აფეთქდა და ჩაიძირა. აფეთქების დროს მასზე მისი ახალი მფლობელი, 61 წლის ბიზნესმენი პოლ ვორდი და მისი ეკიპაჟის წევრი ჯონ ინზი იმყოფებოდნენ.
მათ აფეთქების დროს იახტიდან გადახტომა მოასწრეს. ორივე მათგანი სავადმყოფოში სერიოზული დამწრობებით გადაიყვანეს, თუმცა დაზარალებულთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ბიზნესმენი აპირებს უჩივლოს კომპანიებს MGM Marine Ltd-სა და Dun Laoghaire Yacht Services-ს იახტის მშენებლობისას დაშვებული დეფექტების გამო. სარჩელის თანხა 500 ათასი დოლარს შეადგენს.
"ყველაფერი 1 წამში მოხდა. ჩვენ შევეცადეთ იახტის სიჩქარის გაზრდას, როდესაც ძრავიდან "არაბუნებრივი ხმა" გაისმა, რასაც მოჰყვა კვამლი და აფეთქება"- განაცხადა ბიზნესმენმა. მისივე თქმით, მათ აფეთქებამდე მოასწრეს წყალში გადახტომა.
მასალის გამოყენების პირობები