ირანი აჭარაში პროფესიული ცენტრის გახსნითაა დაინტერესებული. აჭარის განათლებისა და კულტურის მინისტრი გია აბულაძე ირანის ისლამური რესპუბლიკის თავრიზის ოლქის სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენელს დავუთ ვანდჰადის შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატის (ასსპა) წარმომადგენლებიც.
ასსპა-ს ინფორმაციით, ორმხრივი შეხვედრის დროს განხილული იქნა პროფესიული ცენტრის ჩამოყალიბების საკითხები და სამომავლო პერსპექტივები. შეხვედრისას დავუთმა წარმოადგინა გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს ქალაქ თავრიზის პროფესიული განათლების ასოციაციის მიერ აჭარის რეგიონში პროფესიული მომზადების ცენტრის დაფუძნებას. პროფესიული განათლების როლის გაძლიერების მიზნით აჭარის მთავრობამ შეიმუშა ახალი სტრატეგიები. მინისტრის განმარტებით აჭარის რეგიონში დაგეგმილია რამდენიმე მრავალდარგობრივი პროფესიული ცენტრის ჩამოყალიბება.
ირანული მხარე მზადყოფნას გამოთქვამს აჭარის რეგიონში პროფესიული ცენტრის ჩამოყალიბების თაობაზე, რომელიც იქნება საერთაშორისო სტანდარტებით აღჭურვილი და ორიენტირებული იქნება მრავალდარგობრივი განათლების სისტემა.