ბათუმის საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა მიღება ელექტრონული რეგისტრაციის საშუალებით მოხდება. ვებგვერდზე - batumikid.ge სპეციალური სარეგისტრაციო პროგრამა ხვალ დილიდან ამოქმედდება.
რეგისტრაცია სამ ეტაპად იწარმოებს. პირველი ეტაპზე, რომელიც 10-დან 25 ივლისამდე გაგრძელდება, სოციალურად დაუცველი ოჯახების, მარტოხელა დედების, მრავალშვილიანი ოჯახებისა და ომის ვეტერანთა შვილები დარეგისტრირდებიან.
მეორე ეტაპი 25 ივლისს დაიწყება და 10 აგვისტომდე გაგრძელდება. აღნიშნულ ეტაპზე რეგისტრაცია ტერიტორიული ნიშნის მიხედვით იწარმოებს, ხოლო 10-დან 25 აგვისტომდე შესაძლებელი იქნება აღსაზრდელების იმ ბაღებში დარეგისტრირება, სადაც თავისუფალი ადგილი იქნება.
საბავშვო ბაღების გაერთინების ხელმძღვანელის განცხადებით, ელექტრონული რეგისტრაციის შემოღება მშობლების სურვილს წარმოადგენდა და რეგისტრაციის პროცესის ირგვლივ არსებულ პრეტენზიებს სრულად მოხსნის.
ამ დროისთვის ბათუმის საბავშვო ბაღებში 862 ვაკანსიაა.