უკრაინელმა ფერმერებმა ხორბლის მოსავლის 40 %-ი უკვე აიღეს, ამის შესახებ განცხადება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლაი აზაროვმა გააკეთა.
პრემიერ-მინისტრის განმარტებით, ხორბლის არების პროცესი გადამწყვეტ ფაზაში გადადის
"ამ დროისათვის დაბინავებული გვაქვს 8 მლნ ტონა ხორბლის მოსავალი, რაც ცუდი მაჩვენებელი არ არის. პური გვეყოფა როგორც შიდა მოხმარებისთვის ასევე ექსპორტზე გასატანადაც"- განაცხადა აზაროვმა.