საქართველოსა და ფინეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 20 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, გრიგოლ ვაშაძესა და ფინეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ერკი ტუომიოიას შორის წერილები გაიცვალა.
ორი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების წერილებში ხაზგასმულია საქართველოსა და ფინეთს შორის არსებული ორმხრივი თანამშრომლობა პოლიტიკის, ეკონომიკის, მეცნიერებისა და კულტურის სფეროებში და ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობა მრავალმხრივ ფორმატში.