,ქართული ოცნების" ლიდერი ბიძინა ივანიშვილი თვლის, რომ ევროპის სახალხო პარტიის ხელმძღვანელი ,,ვილფრედ მარტინესი მიხელ სააკაშვილის ტყვეობაშია", - განაცხადა ჟურნალისტებთან ბიძინა ივანიშვილმა ევროკომისართან შტეფან ფულესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.
,,ძალიან საინტერესო პიროვნება ვნახე. სხვათა შორის, მე ჩემი თავი პოლიტიკაში შემთხვევით მგონია მოსული და დღესაც ასე ვთვლი და როგორც შემთხვევით მოვედი ასევე მინდა დავრჩე, ასეთივე მინდა წავიდე.
,,მარტინესი სააკაშვილის ტყუილების, სიცრუის ტყვეობაშია. ჩვენ ამაზე ვმუშაობთ და მომავალშიც ვიმუშავებთ და ვფიქრობ, ჩვენ მას რეალობას გავაცნობთ. ამას შევძლებთ და ეს ჩემი დიდი სურვილია და ამაზე სერიოზულად ვმუშაობთ. Lლამის სააკაშვილის სიტყვებს ხმარობს: წარსულის დაბრუნებას, კომუნისტებს. Mმე არ მინდა მას ვუპასუხო, რამდენადაც სააკაშვილი პროფესიული მატყუარაა", - განაცხადა ,,ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა.