სოფლის მეურნეობის მინისტრიმა ზაზა გოროზიამ სამტრედიის რაიონის, სოფელ დიდ ჯიხაიშში 20 ჰექტარ მიწის ფართობზე გაშენებულ სადემონსტრაციო ნაკვეთზე, ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტატის სტუდენტური აგროტურის მონაწილეებთან ერთად ტკბილი წიწაკისა და ბადრიჯნის მოსავლის აღების პროცესში მიიღო მონაწილეობა და იქ დასაქმებულ ადგილობრივებს შეხვდა. სამინისტროს ინიციატივით, სოფლის მეურნეობის განვითარებისა და ფერმერთა ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით განხორციელდა. სადემონსტაციო ნაკვეთზე ბადრიჯნის, ტკბილი წიწაკისა და კიტრის ჩითილებია გაშენებული. ნაკვეთი ინოვაციური სარწყავი სისტემის - წვეთოვანი ირიგაციის გამოყენებით ირწყვება, რომელიც წყლის ოპტიმალური გამოყენების შესაძლებლობას იძლევა და ფერმერს უხმოსავლიანობის გარანტიას აძლევს. წვეთოვანი მორწყვის სისტემის დახმარებით მცენარეს წყალთან ერთად სასუქი და სხვა საჭირო მინარევები ზუსტი რაოდენობით მიეწოდება.
mინისტრმა აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის სოფლის მეურნეობის სფეროში დანერგილი უახლესი ტექნოლოგიების შესახებ პრეზენტაცია გამართა და მათ სამომავლო პროექტები გააცნო.
მომავალში სადემონსტრაციო ნეკვეთზე 300-350 ტონა ბოსტნეულის მოყვანა იგეგმება, რომელიც ძირითადად სამტრედიის აგრარულ ბაზარსა და სხვადასხვა კვების ობიექტებს მოამარაგებს.
სოფელ დიდი ჯიხაიშის მეურნეობაში 50 ადგილობრივია დასაქმებული.