დღეს 11 ივლისს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციების  აუქციონზე  გაიყიდა  20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 2-წლიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები. 
აუქციონში  მონაწილეობა  მიიღო ოთხმა კომერციულმა ბანკმა.  მოთხოვნამ შეადგინა 39 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი  6.740 პროცენტით, მაქსიმალური 6.970 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი - 6.894 პროცენტით განისაზღვრა. 
კუპონურმა განაკვეთმა 6.8 პროცენტი შეადგინა. კუპონის გადახდა მოხდება წელიწადში ორჯერ, ყოველ ექვს თვეში.