"ივანიშვილზე მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია, მე მას როგორც პოლიტიკოსს არ ვიცნობ", _ განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ივანე მერაბიშვილმა ,,მაესტროსთვის" ნინო ჟიჟილაშვილისთვის მიცემულ ინტერვიუში და აღნიშნა, რომ იგი წლების განმავლობაში ეხმარებოდა ივანიშვილს, რათა ქველოქმედება უფრო ეფექტურად განეხორციელებინა.
"ივანიშვილზე მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია, მე მას როგორც პოლიტიკოსს არ ვიცნობ. მე მას ვიცნობ ადამიანს, რომელიც წლების განმავლობაში ქველმოქმედებას ეწეოდა. უფრო მეტს გეტყვით, მე ძალიან ხშირად ვხვდებოდი მას და ვეხმარებოდი იმ საქმიანობაში, რასაც ახორციელებდა და ვეხმარებოდი თავისი ქველმოქმედება უფრო ეფექტურად განეხორციელებინა. პოლიტიკურად შემიძლია შევაფასო ის ადამიანები, რომლებიც მის გარშემო არიან, რადგან წლების განმავლობაში ამ ადამიანებს კარგად ვიცნობ და გვარებს არ ჩამოვთვლი. დარწმუნებული ვარ, ჩემი შეხედულება იმ პოლიტიკოსებზე, რომლებიც კოალიციაში არიან ჩემი პოზიცია და საქართველოს მოსახლეობის პოზიცია მგონია ემთხვევა", - განაცხადა ივანე მერაბიშვილმა.