ეუთოს გენერალური მდივანი ლამბერტო ზანიერი პარლამენტის თავმჯდომარეს დვით ბაქრაძეს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყანაში დაგეგმილ არჩევნებზე, წინასაარჩევნო გარემოსა და საქართველოში ეუთოს მისისს დაბრუნების საკითხზე იმსჯელეს.
გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოში დაგეგმილ 2012 წილის საპარლმენტო არჩევნებს ეუთოს 350 მოკლევადიანი და 28 გრძელვადიანი დამკვირვებელი დააკვირდება. თუმცა გამორიცხული არაა ეუთოს შტაბ-ბინაში საქართველოში დამატებითი დამკვირვებლების გამოგზავნის საკითხიც განიხილონ.
,,შეხვედრაზე განვიხილეთ საკითხთა ფართო სპექტრში. პირველ რიგში კი ეუთოს მისიის როლი საქართველოში. მოგეხსენებათ, ეუთოს საქართველოში საკმაოდ წარმომადგენლობითი მისია ჰყავდა. პირადად გახდით კონფლიქტების აღკვეთის ცენტრის დირექტორი. ჩვენ ვაკვირდებოდით და ვმონაწილეობდით ცხინვალთან მოლაპარაკების დროს. ახლა კი უაღრესად დიდ მნიშვნელოვას ვანიჭებთ ჟენევის მოლაპარაკებების პროცესს და განვიხილავთ საქართველოში ეუთოს მისიის დაბრუინების საკითხს. მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელსაც შევეხეთ ეს არის არჩევნები, რადგან ის საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია", _ განაცხადა ეუთოს გენერალურმა მდივანმა ლამბერტო ზანიერიმ დვით ბაქრაძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.
შეგახსენებთ, რომ ლამბერტო ზანიერი საქართველოს 10 ივნისს ს ამხერთ კავკასიის ტურნეს ფარგლებში ეწვია და იგი ქვეყანაში ორი დღე დარჩება.