სამხრეთ კორეის პოლიციამ ქვეყნის პარლამენტის ყოფილი წევრი, ქვეყნის პრეზიდენტის ლი მენ ბაკის უფროსი ძმა ლი სან დიკი დააკავა.
მას ბრალი ედება ქრთამის აღებაში.
გამოძიების ინფორმაცით, 2007-2011 წლებში ლი სან დიკმა მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში მყოფი - Solomon Savings Bank და Mirae Savings Bank-ისგან ქრთამის სახით 525 ათასი დოლარი მიიღო.
სანაცვლოდ ის ბანკებს დაეხმარა გეგმიური აუდიტის ჩატარების და და ქვეყნის ხელისუფლებისგან სანქციების თავიდან აცილებაში.
დაკავებულმა ჟურნალისტების წინაშე თავის ძმას, ქვეყნის პრეზიდენტს, ბოდიში მოუხადა.