რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი სირიის ოპოზიციასთან მოლაპარაკებებს მართავს.
მინისტრის მოადგილის მიხაილ ბოგდანოვის განცხადებით, სირიის ნაციონალურ საბჭოს თავმჯდომარესთან აბლედბესტ სეიდთან მოლაპარაკებებისას საუბარი შეეხება კოფი ანანის სამშვიდობო ინიციატივებს და ჟენევის შეხვედრის კომუნიკეში ასახულ დებულებებს.
იმავდროულად რუსული მედიის ინფორმაციით, ოფიციალურმა მოსკოვმა გაეროს უშიშროების საბჭოს შესთავაზა რეზოლუციის პროექტი, რომელიც სირიაში საერთაშორისო დამკვირვებლების ყოფნის ვადას 3 თვით ახანგრძლივებს.