11-12 ივლისს საქართველოში ტარდება საერთაშორისო კონფერენცია "საქართველოს ევროპული გზა - ევროკავშირი და მისი ევროპელი მეზობლები".
როგორც პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანგჯალაძემ განაცხადა, კონფერენცია საკმაოდ წარმომადგენლობითია.
"კონფერენცია საკმაოდ წარმომადგენლობითია. მასში მონაწილეობას მიიღებენ აღმოსავლეთ ევროპის რეგიონისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები, ევროკავშირის ინსტიტუტების ხელმძღვანელები. მათ შორის - გაფართოებისა და ევროპული სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ევროკომისარი შტეფან ფულე, ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი ვილფრედ მარტესი და მოლდოვას პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ ფილატი. ასევე ევროპარლამენტარები საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, საქართველოსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების არასამთავრობო და ბიზნესსექტორის წარმომადგენლები", - განაცხადა მანჯგალაძემ.
მისი თქმით, კონფერენციაში მონაწილეობას საქართველოს პრეზიდენტიც მიიღებს.
"კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს პრეზიდენტი, რაც შეეხება თემების სპექტრს საკმაოდ ვრცელია",- განაცხადა მანჯგალაძემ.